შალიკო შენგელია
| შალიკო შენგელია | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
12 აპრილი, 1932 ჯიხაშკარი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| გარდაცვალების თარიღი |
22 ნოემბერი, 1991 ჯიხაშკარი |
| დაკრძალულია | ჯიხაშკარის მე-2 სასაფლაო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | ჯიხაშკარის საშუალო სკოლა; |
| საქმიანობა | თვითნასწავლი აგრონომი; |
| რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი; |
| მეუღლე(ები) | ვალია ხვინგია; |
| შვილ(ებ)ი |
გულთაზ შენგელია, რამინ შენგელია, მზიური შენგელია, მზევი შენგელია, გონერი შენგელია, ნატო შენგელია |
| შვილიშვილ(ებ)ი | 13 |
| მშობლები |
მამა: თედო შენგელია დედა: პარასკევა მებონია |
| ნათესავები | 1 და, 2 ძმა |
| გარდაცვალების მიზეზი | ინსულტი |
შალიკო თედოს ძე შენგელია (დ. 12 აპრილი, 1932, ჯიხაშკარი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ნოემბერი, 1991, ჯიხაშკარი) იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი, თვითნასწავლი აგრონომი, ექვსი შვილის მამა, 13 შვილიშვილისა და 13 შვილთაშვილის ბაბუა.
ბიოგრაფია
შალიკო შენგელია დაიბადა 1932 წლის 12 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, თედო შენგელიასა და პარასკევა მებონიას ოჯახში. ჰყავდა ერთი და — თინიკო შენგელია და ორი ძმა — მარლენ და მუშნი შენგელიები.
დაამთავრა ჯიხაშკარის საშუალო სკოლა, ოთხი კლასი. 1951 წელს დაქორწინდა ვალია ხვინგიაზე. წყვილს ექვსი შვილი შეეძინა — ტყუპები გულთაზი და რამინი, მზიური, მზევი, გონერი და ნატო შენგელიები.
შალიკო შენგელიას სახლში ჰქონდა სანერგე მეურნეობა. მისი ძირითადი საქმიანობა იყო ვაზის ნერგების გამოყვანა, ასევე ხეხილის გამრავლება მყნობის საშუალებით. სახლში მოშენებული ჰქონდა დიდი რაოდენობით მანდარინი. მთელი ცხოვრება გაატარა სოფელ ჯიხაშკარში, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში.
გარდაცვალება
შალიკო შენგელია გარდაიცვალა 1991 წლის 22 ნოემბერს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია სოფელ ჯიხაშკარის მე-2 სასაფლაოზე.
მოგონებები
შალიკო იყო შრომისმოყვარე, პოზიტიური ადამიანი. გამოირჩეოდა იუმორით. თავისი სპეციალობიდან გამომდინარე (მყნობა), უანგაროდ ეხმარებოდა მეზობლებს. ჯიხაშკარში დღემდე ხარობს მის მიერ დარგული ხეხილი. მკაცრად იცავდა ტრადიციულ ადათ-წესებს. კომუნისტების დროს, როდესაც აკრძალული იყო ეკლესიაში სიარული, თავის სახლში წელიწადში სამჯერ უფლის წინაშე შესაწირავს სწირავდა და ლოცულობდა მთელი საგვარეულოს სახელზე. ასევე მღეროდა პოლიკარპე ხუბულავას გუნდში. იყო უზომოდ სტუმართმოყვარე ადამიანი. ამას გარდა, სოფელში დღემდე იხსენებენ შალიკო შენგელიასთან დაკავშირებულ ბევრ კურიოზულ ისტორიას.
ფოტოები
შენიშვნა
ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, კერძოდ შვილიშვილი — თეიმურაზ (თემო) შენგელია, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.