პელაგია ქააძე

Memorypedia გვერდიდან
პელაგია ქააძე
პელო ქააძე.png
დაბადების თარიღი 1936
ზემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 2020
ლილოს დასახლება, თბილისი
დაკრძალულია ლილოს დასახლების სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ზემო ალვნის საშუალო სკოლა
საქმიანობა დიასახლისი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
მეუღლე(ები) ბაგრატ მათიაშვილი
შვილ(ებ)ი გოჩა მათიაშვილი,
არსენა მათიაშვილი,
ნანა მათიაშვილი
შვილიშვილ(ებ)ი 5
მშობლები მამა: ერისტო ქააძე
დედა: თებრო ...
ნათესავები 3 და, 1 ძმა
გარდაცვალების მიზეზი შაქრიანი დიაბეტი

პელაგია (პელო) ერისტოს ასული ქააძე (დ. 1936, ზემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 31 მარტი, 2020, თბილისი) იყო ქართველი დიასახლისი, სამი შვილის და ხუთი შვილიშვილის ბებია.

ბიოგრაფია

პელაგია ქააძე დაიბადა 1936 წელს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ერისტო ქააძისა და თებრო ...-ის ოჯახში.

სწავლობდა ზემო ალვნის საშუალო სკოლაში, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა მთათუშეთის სკოლა-ინტერნატში.

ჰყავდა ოთხი დედმამიშვილი, სამი და და ერთი ძმა. ... წელს დაქორწინა ბაგრატ მათიაშვილზე და შეეძინათ სამი შვილი — ორი ბიჭი და ერთი გოგო.

1960-იან წლებში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ზემო ალვნიდან გადასახლდა თბილისში, ლილოს დასახლებაში, სადაც მუშაობა დაიწყო რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხანაში.

იყო წყნარი, შრომისმოყვარე და მეოჯახე ქალბატონი. ჰყავდა ხუთი შვილიშვილი, 2-2 ვაჟებისგან, ერთი გოგოსგან.

გარდაცვალება

პელაგია დავადებული იყო დიაბეტით, რომელიც სიბერეში კიდევ უფრო გაუმწვავდა სხვა ქრონიკული დაავადებების ფონზე. გარდაიცვალა 2020 წლის 31 მარტს, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში, როცა ქვეყანა მთლიანად ჩაკეტილი იყო და მოქმედებდა მკაცრი ზომები ადამიანთა შეკრების შესახებ.

დაკრძალულია თბილისში, ლილოს დასახლების სასაფლაოზე, შვილის გვერდით.

მოგონებები

ფოტოები

შენიშვნა

ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.

მემორიპედიის შესახებ