ომარ ლაჩაშვილი

Memorypedia გვერდიდან
ომარ ლაჩაშვილი
ომარ ლაჩაშვილი.jpg
დაბადების თარიღი 29 დეკემბერი, 1943
ახშანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 15 სექტემბერსი, 2024
ახშანი
დაკრძალულია ახშნის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება არაშენდის საშუალო სკოლა
საქმიანობა მექანიკოსი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
მეუღლე(ები) თინათინ უსტიაშვილი
შვილ(ებ)ი ნინო ლაჩაშვილი,
ხათუნა ლაჩაშვილი,
მიხეილ ლაჩაშვილი.
შვილიშვილ(ებ)ი მიხეილ დიღმელაშვილი,
ვასო დიღმელაშვილი,
ხატია აივაზაშვილი,
დაჩი აივაზაშვილი,
გორდა აივაზაშვილი.
შვილთაშვილ(ებ)ი ნუცა დიღმელაშვილი,
ანასტასია დიღმელაშვილი.
მშობლები მამა: მიხეილ ლაჩაშვილი
დედა: ალექსანდრა გორდელაძე
ნათესავები 2 და: ქეთევან ლაჩაშვილი,
მერი ლაჩაშვილი.
3 ძმა: პავლე ლაჩაშვილი,
რობიზონ ლაჩაშვილი,
სულიკო ლაჩაშვილი.

ომარ მიხეილის ძე ლაჩაშვილი (დ. 29 დეკემბერი, 1943, ახშანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 15 სექტემბერი, 2024, ახშანი) იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშნის მკვიდრი, მექანიკოსი, სამი შვილის მამა, ხუთი შვილიშვილისა და ორი შვილთაშვილის პაპა.

ბიოგრაფია

ომარ ლაჩაშვილი დაიბადა 1943 წლის 29 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში, მიხეილ ლაჩაშვილისა და ალექსანდრა გორდელაძის ოჯახში. ჰყავდა ხუთი დედმამიშვილი, ორი და და სამი ძმა — ქეთევან, მერი, პავლე, რობიზონ და სულიკო ლაჩაშვილები. დაამთავრა სოფელ არაშენდის საშუალო სკოლა. 1970 წელს იქორწინა სოფელ პატარძეულის მკვიდრ თინათინ უსტიაშვილზე. წყვილს სამი შვილი შეეძინა — ნინო, ხათუნა და მიხეილ ლაჩაშვილები.

ომარი იყო პატიოსანი და დაუღალავად მშრომელი ადამიანი, მზრუნველი მამა, მეუღლე და პაპა. მისდევდა მიწათმოქმედებას და მუშაობდა მექანიკოსად. გამოირჩეოდა იუმორით.

მთელი ცხოვრება მშობლიურ სოფელ ახშანში გაატარა.

ჰყავდა ხუთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.

გარდაცვალება

ომარ ლაჩაშვილი გარდაიცვალა 2024 წლის 15 სექტემბერს. დაკრძალულია სოფელ ახშნის სასაფლაოზე.

მოგონებები

როგორც შვილიშვილები იხსენებენ, ხშირად უყვარდა თქმა — „ძმებში ყველაზე კარგი ეგ იყო“, მაგრამ არ აკონკრეტებდა, ვის გულისხმობდა „ძმებში“...

ფოტოები

ასევე ნახეთ

შენიშვნა

ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, კერძოდ, შვილიშვილი ხატია აივაზაშვილი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.

მემორიპედიის შესახებ