ნინო ხუბაშვილი

Memorypedia გვერდიდან
ნინო ხუბაშვილი
ნინო ხუბაშვილი.jpeg
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1960
ჭაბუკიანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 5 ნოემბერი, 2011
ბაისუბანი
დაკრძალულია ბაისუბნის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ჭაბუკიანის საშუალო სკოლა.
ალმა-მატერი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.
საქმიანობა პედაგოგი.
დამსაქმებელი სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლა.
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი.
მეუღლე(ები) გიორგი შუშტაკაშვილი.
შვილ(ებ)ი სოფიო შუშტაკაშვილი,
ია შუშტაკაშვილი,
ხათუნა შუშტაკაშვილი.
მშობლები მამა: შოთა ხუბაშვილი
დედა: ოლია ტაბატაძე
ნათესავები 1 ძმა
გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე

ნინო ხუბაშვილი (დ. 27 დეკემბერი, 1960, ჭაბუკიანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ნოემბერი, 2011, ბაისუბანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის მკვიდრი, პედაგოგი, სამი შვილის დედა.

ბიოგრაფია

ნინო ხუბაშვილი დაიბადა 1960 წლის 27 ნოემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში, შოთა ხუბაშვილისა და ოლია ტაბატაძისა ოჯახში. ჰყავდა ერთი ძმა, ავთანდილ ხუბაშვილი. 1977 წლს დაამთავრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკანის საშუალო სკოლა. შემდეგ ჩაირიცხა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც დაეუფლა დაწყებითების პედაგოგის სპეციალობას.

1987 წელს დაქორწინდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის მკვიდრ გიორგი შუშტაკაშვილზე. წყვილს სამი შვილი შეეძინა — სოფიო, ია და ხათუნა შუშტაკაშვილები. დარჩენილი ცხოვრება სოფელ ბაისუბანში გაატარა.

1988 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 2011 წლამდე მუშაობდა სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში, მასწავლებლად. მის ხელში არაერთმა თაობამ გაიარა.

გარდაცვალების მომენტში შვილიშვილები არ ჰყოლია, თუმცა, ამჟამად სტატიის დაწერის მომენტში (2025 წლის ნოემბერი) ჰყავს ექვსი შვილიშვილი.

ნინო ხუბაშვილი იყო ენერგიული, შრომისმოყვარე სულით და ხორცით პედაგოგად დაბადებული ადამიანი. უყვარდა მუსიკა, ცეკვა... გამოსდიოდა ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებდა.

გარდაცვალება

გარდაიცვალა 2011 წლის 5 ნოემბერს, სიმსივნის შედეგად. დაკრძალულია სოფელ ბაისუბნის სასაფლაოზე.

მოგონებები

დრო მიდის, მაგრამ შენ არ ქრები...
გული ისევ შენი სითბოთი სუნთქავს.
სიკვდილი მხოლოდ სხეულის დუმილია,
სული კი სიყვარულს აგრძელებს დედა.

ფოტოები

ასევე ნახეთ

შენიშვნა

ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია შვილი, სოფიო შუშტაკაშვილი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.

  • ყველა უფლება დაცულია.

მემორიპედიის შესახებ