მალხაზ ციგროშვილი
| მალხაზ ციგროშვილი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
16 ივნისი, 1954 ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| გარდაცვალების თარიღი |
17 დეკემბერი, 2020 ქისტაური |
| დაკრძალულია | ქისტაურის სასაფლაო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | ქისტაურის საშუალო სკოლა |
| საქმიანობა | ელექტროშემდუღებელი; |
| რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი; |
| მეუღლე(ები) | მზია დუდაური; |
| შვილ(ებ)ი |
მადონა ციგროშვილი, დიანა ციგროშვილი, ზურაბ ციგროშვილი |
| შვილიშვილ(ებ)ი | 6 |
| მშობლები |
მამა: სანდრო ციგროშვილი დედა: მარო ციგროშვილი |
| ნათესავები | 3 ძმა, 2 და |
| გარდაცვალების მიზეზი | COVID-19 |
მალხაზ სანდროს ძე ციგროშვილი (დ. 16 ივნისი, 1954, ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 17 დეკემბერი, 2020, ქისტაური) იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი, ელექტროშემდუღებელი, სამი შვილის მამა და ექვსი შვილიშვილის პაპა.
ბიოგრაფია
მალხაზ ციგროშვილი დაიბადა 1954 წლის 16 ივნისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ციგროშვილი სანდროს და ციგროშვილი მაროს ოჯახში. ჰყავდა სამი ძმა და ორი და — ბესო ციგროშვილი, ვაჟა ციგროშვილი, სოლომონ ციგროშვილი, ნატო ციგროშვილი და მანანა ციგროშვილი.
დაამთავრა სოფელ ქისტაურის რაფიელ ერისთავის სახელობის საშუალო სკოლა, შემდეგ კი საქსახკომსოფლტექნიკის ახმეტის რაიონის საწარმოო განყოფილებაში დაეუფლა ელექტროშემდუღებლის პროფესიას.
1981 წლის ოქტომბერში დაქორწინდა მზია დუდაურზე. შეეძინათ სამი შვილი — 1982 წლის 14 სექტემბერს მადონა, 1984წლის 28 იანვარს დიანა, 1991წლის 10 დეკემბერს ზურაბი.
1981-1983 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. შემდეგ მუშაობა გააგრძელა ახმეტაში, ელექტროშემდუღებლად. სიცოცხლის ბოლო წლებში საკუთარი პროფესიით მუშაობდა სოფელში, პარალელურად კი მისდევდა მიწათმოქმედებას.
იყო პატიოსანი ადამიანი; ოჯახის, მეგობრებისა და ნათესავების მოყვარული. ცდილობდა ყველას თანადგომას გაჭირვების დროს.
ჰყავდა ექვსი შვილიშვილი — ნიკა ციგროშვილი ნიკა (2009 წლის 6 ივნისი), სანდრო ციგროშვილი (2018 წლის 9 ნოემბერი), მარი ხოსიაშვილი (2010 წლის 23 მაისი), ელენე ხოსიაშვილი (2015 წლის 28 სექტემბერი), მაისურაძე გიორგი (2018 წლის 5 დეკემბერი), მაისურაძე გიგი (2020 წლის 23 ივლისი).
გარდაცვალება
მალხაზ ციგროშვილი გარდაიცვალა 2020 წლის 17 დეკემბერს, თელავის რეფერალურ სავადმყოფოში. იგი იყო პირველი ადამიანი იყო სოფელ ქისტაურში, რომელიც COVID-19-მა იმსხვერპლა. დაკრძალულია ქისტაურის სასაფლაოზე, მამის გვერდით.
მოგონებები
მალხაზს ძალიან უყვარდა მეგობრებთან ერთად ქართულ სუფრაზე ქეიფი. თითქმის ყველა სუფრაზე სვამდა ვაზის სადღეგრძელოს, რომელსაც ამთავრებდა ლექსით „შენ ღვინოვ ჭაჭანაურო“.
ფოტოები
ასევე ნახეთ
შენიშვნა
ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.