ირაკლი კალანდაძე (1938-2011)
| ირაკლი კალანდაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
14 მაისსი, 1938 ქუთაისი |
| გარდაცვალების თარიღი |
22 ნოემბერსი, 2011 თბილისი |
| დაკრძალულია | საბურთალოს სასაფლაო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | ქუთაისის ვაჟთა პირველი სკოლა |
| ალმა-მატერი | საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი |
| საქმიანობა | არქიტექტორი, რესტავრატორი და პედაგოგი |
| დამსაქმებელი | თბილქალაქპროექტი |
| მეუღლე(ები) | ნათელა აბაშიძე |
| შვილ(ებ)ი |
ლევან კალანდაძე მარიამ კალანდაძე |
| შვილიშვილ(ებ)ი |
ნათია კალანდაძე გიორგი კალანდაძე |
| მშობლები |
მამა: შალვა კალანდაძე დედა: ელენე ერისთავი |
| გარდაცვალების მიზეზი | ასაკი, ორგანიზმის საერთო სისუსტე |
ირაკლი კალანდაძე (დ. 14 მაისი, 1938, ქუთაისი — გ. 22 ნოემბერი, 2011, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, რესტავრატორი და პედაგოგი. მისი პროექტირებითა და ხელმძღვანელობით აღდგა დასავლეთ საქართველოს არაერთი ისტორიული ძეგლი და აშენდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ნაგებობები.
ბიოგრაფია
ირაკლი კალანდაძე დაიბადა 1938 წლის 14 მაისს ქალაქ ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში. მამა, შალვა კალანდაძე, მათემატიკის მასწავლებელი იყო, ხოლო დედა, ელენე ერისთავი — ქართული ლიტერატურის სპეციალისტი. ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა ხატვისა და ზუსტი მეცნიერებებისადმი ინტერესს.
- 1955 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა პირველი სკოლა.
- 1956–1961 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ახლანდელი სტუ), არქიტექტურის ფაკულტეტზე.
- 1964 წელს ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ურბანული დაგეგმარების თავისებურებანი დასავლეთ საქართველოს ისტორიულ ქალაქებში“.
პროფესიული მოღვაწეობა
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ირაკლი კალანდაძემ მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“. მისი ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით შეიქმნა არაერთი საცხოვრებელი კორპუსისა და ადმინისტრაციული შენობის პროექტი თბილისსა და ქუთაისში.
ოჯახი
ირაკლი კალანდაძემ 1965 წელს იქორწინა მუსიკისმცოდნე ნათელა აბაშიძეზე. წყვილს შეეძინა ორი შვილი:
- ლევან კალანდაძე — ამჟამად ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
- მარიამ კალანდაძე — ფილოლოგი.
ხელოვანი მეუღლისა და შვილების გარემოცვაში ირაკლი მუდმივად მასპინძლობდა ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებს საკუთარ სახლში.
მოგონებები და ხსოვნა
კოლეგები და სტუდენტები ირაკლი კალანდაძეს ახასიათებდნენ, როგორც უაღრესად პრინციპულ, საქმისადმი თავდადებულ და ამავდროულად, საოცრად თბილ ადამიანს. მას განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, ახალგაზრდა თაობისთვის შეეყვარებინა ძველი ქართული არქიტექტურის თითოეული დეტალი.
ირაკლი კალანდაძე გარდაიცვალა 2011 წლის 22 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
შენიშვნა
ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, კერძოდ შვილი, მარიამ კალანდაძე, რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.
- ყველა უფლება დაცულია.