ერმანოზ ბულბულაშვილი

Memorypedia გვერდიდან
ერმანოზ (რამანა) ბულბულაშვილი
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1913
გავაზი, ყვარლის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 13 დეკემბერი, 1981
გავაზი
დაკრძალულია გავაზის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება გავაზის საშუალო სკოლა
საქმიანობა მეფუტკრე
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
მეუღლე(ები) თებრო წყალობაშვილი
შვილ(ებ)ი 5 ქალიშვილი
შვილიშვილ(ებ)ი 5 შვილიშვილი
მშობლები მამა: გიო ბულბულაშვილი
დედა: მართა ...
ნათესავები 1 და
გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადება

ერმანოზ (რამანა) გიოს ძე ბულბულაშვილი (დ. 4 აპრილი, 1913, გავაზი, ყვარლის მუნიციპალიტეტი — გ. 13 დეკემბერი, 1981, გავაზი) იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი, ხუთი შვილის მამა და ხუთი შვილიშვილის პაპა.

ბიოგრაფია

ერმანოზ ბულბულაშვილი დაიბადა 1913 წლის 4 აპრილს, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, გიო ბულბულაშვილისა და მართა ბულბულაშვილის ოჯახში. დაამთავრა გავაზის საშუალო სკოლა. ჰყავდა ერთი დედმამიშვილი — და. დაქორწინებული იყო თებრო წყალობაშვილზე. წყვილს ხუთი გოგონა შეეძინათ.

მისდევდა სოფლის მეურნეობას, ძირითადად მეფუტკრეობას და მიწათმოქმედებას. აინტერესებდა პოლიტიკა. ზეპირად იცოდა ცეკას პოლიტბიოუროს სრული შემადგენლობა, იტაცებდა და კარგად იცოდა გეოგრაფია, უმაღლეს დონეზე ფლობდა მეფუტკრეობას და მოშენებული ყავდა მრავალი სკა ფუტკარი, რომლითაც არჩენდა ოჯახს.

ქალიშვილებისგან ჰყავდა ხუთი შვილიშვილი.

გარდაცვალება

ერმანოზ ბულბულაშვილი გარდაიცვალა 1981 წლის 13 დეკემბერს, გულ-სისხლძარღვთა დაავადების შედეგად, კერძოდ, სისხლის წნევის ცვალებადობის გამო.

დაკრძალულია სოფელ გავაზის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

მოგონებები

ფოტოები

შენიშვნა

ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი (შვილი), რომელმაც იზრუნა მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.

მემორიპედიის შესახებ