გიორგი მაილაშვილი
| გიორგი მაილაშვილი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
19 აგვისტო, 1918 ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| გარდაცვალების თარიღი |
29 იანვარი, 1994 ქისტაური |
| დაკრძალულია | ქისტაურის სასაფლაო |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება |
ქისტაურის საშუალო სკოლა; საგურამოს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. |
| საქმიანობა | აგრონომი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, პედაგოგი, თანამდებობის პირი |
| რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
| მეუღლე(ები) | მარო შაოშვილი |
| შვილ(ებ)ი |
მაგნოლია მაილაშვილი, გოდერძი მაილაშვილი, იზა მაილაშვილი. |
| შვილიშვილ(ებ)ი |
გიორგი (გია) გახუტიშვილი, რამაზ გახუტიშვლი, დიანა მაილაშვილი, გიორგი მაილაშვილი, ელენე მოსიაშვილი, მარიამ მოსიაშვილი |
| მშობლები |
მამა: დარჩია მაილაშვილი დედა: მართა პაპუნაშვილი |
| ნათესავები |
და: ბაბულია მაილაშვილი, ძმები: ზაქარია მაილაშვილი, მელქო მაილაშვილი |
| გარდაცვალების მიზეზი | ფილტვის კიბო |
გიორგი დარჩიას ძე მაილაშვილი (დ. 19 აგვისტო, 1918, ქისტაური, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 29 იანვარი, 1994, ქისტაური) იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი, აგრონომი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, პედაგოგი, თანამდებობის პირი, სამი შვილის მამა და ექვსი შვილიშვილისა პაპა.
ბიოგრაფია
გიორგი მაილაშვილი დაიბადა 1918 წლის 19 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, დარჩია მაილაშვილისა და მართა პაპუნაშვილის ოჯახში. ჰყავდა სამი დედმამიშვილი, ერთი და ბაბულია და ორი ძმა — ზაქარია და მელქო. ზაქარია მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა და უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა.
გიორგიმ ქისტაურის საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა საგურამოს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, სადაც დაეუფლა აგრონომის პროფესიას.
1937 წელს გაიწვიეს ჯარში. მსახურობდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში, სადაც მოუსწრო მეორე მსოფლიო ომმა. იბრძოდა იქვე, ზაპოროჟიეს დასაცავად — ძირითადად სარკინიგზო კვანძის. შემდეგ იბრძოდა ქალაქ როსტოვში და ასე, ბრძოლებით გაიარა მთელი ფრონტის ხაზი. 1945 წლის მაისში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას შეხვდა გერმანიაში, ქალაქ ბერლინში. მიღებული აქვს საბრძოლო დიდების ორდენი და მრავალი სხვა მედალი.
1946 წელს იქორწინა მარო ზაქარიას ასულ შაოშვილზე. წყვილს სამი შვილი შეეძინა — მაგნოლია (1947), გოდერძი (1951) და იზა (1956) მაილაშვილები.
გიორგი მაილაშვილი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. დაბრუნების შემდეგ, 1946 წელს მუშაობა დაიწყო ქისტაურის საშუალო სკოლაში სამხედროს მასწავლებლად. 1948 წლიდან მუშაობდა ქისტაურის კოლმეურნეობაში, კოლმეურნეობის თავმჯდომარის პოზიციაზე. 1964 წლიდან 1982 წლამდე იყო სოფელ ქისტაურის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე. 1983 წლიდან იყო ქისტაურის მეურნეობის მესაქონლეობის ფერმის გამგე. ამის შემდეგ, სამუშაოდ გადავიდა ქისტაურის საბჭოთა მეურნეობაში მევენახეობის ბრიგადირად.
გარდაცვალების მომენტში ჰყავდა ექვსი შვილიშვილი: გიორგი (გია) გახუტიშვილი (1971), რამაზ გახუტიშვლი (1974), დიანა მაილაშვილი (1977), გიორგი მაილაშვილი (1982), ელენე მოსიაშვილი (1988) და მარიამ მოსიაშვილი (1994)
გიორგი უაღრესად პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანი იყო, ოჯახისა და სამშობლოს ერთგული. ეტრფოდა ხელოვნებას (სიმღერა, თეატრი). მისი ჰობი კი ნადირობა და თევზაობა იყო.
გარდაცვალება
გიორგი მაილაშვილი გარდაიცვალა 1994 წლის 29 იანვარს, საკუთარ სახლში, ფილტვის კიბოს დიაგნოზით. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, ქისტაურის კვირაცხოვლის ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოზე, მშობლებისა და მეუღლის გვერდით.
მოგონებები
შვილები და შვილიშვილები გიორგისგან ბევრ თბილ მოგონებას იხსენებენ, განსაკუთრებით საუბრებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ.
ფოტოები
ასევე ნახეთ
შენიშვნა
ტექსტის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ოჯახი, კერძოდ, შვილები და შვილიშვილები, რომლებმაც იზრუნეს მემორიპედიაში ამ ტექსტის განთავსებაზე.